ნიკა გვარამია - „ქოცების“ მხარეს არიან შეუმდგარი, ნაბიჭვრული სახელმწიფოები და დარჩნენ ნაბიჭვრები ნაბიჭვრებთან, ჩვენ წავიდეთ წინ, ევროპაში
ნიკა გვარამია - „ქოცების“ მხარეს არიან შეუმდგარი, ნაბიჭვრული სახელმწიფოები და დარჩნენ ნაბიჭვრები ნაბიჭვრებთან, ჩვენ წავიდეთ წინ, ევროპაში

ჩვენი არჩევანია მშვიდობა, ჩვენი არჩევანია ჩვენი სამშობლო, ჩვენი არჩევანი ემთხვევა შოთას, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, ზვიად გამსახურდიას არჩევანს – ეს ევროპაა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

გვარამიას თქმით, მათ მხარეს არიან ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ხოლო „ქართული ოცნების“ მხარეს არიან შეუმდგარი სახელმწიფოები.

„ჩვენს მხარეს არის ევროკავშირი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, აშშ, დიდი ბრიტანეთი. მათი, „ქოცების“ არჩევანი ემთხვევა ყველა ქართველი მოღალატის არჩევანს. მათ მხარეს არის ვენესუელა, ნაურუ, რუსეთი, შეუმდგარი, ნაბიჭვრული სახელმწიფოები და დარჩნენ ნაბიჭვრები ნაბიჭვრებთან, ჩვენ წავიდეთ წინ, ევროპაში, სადაც ჩვენი ადგილია, სადაც მივყავართ ილიას, შოთას და ზვიადს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.