ნიკა გვარამია „ფეისბუქის“ მომხმარებლებს მიმართავს, რომ კარვები მიაწოდონ - სუს-იც ფეხებზე მკიდია, პროკურატურაც, პოლიციაც
„კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ფეისბუქ-მომხმარებლებს მიმართავს, რომ კარვები მიაწოდონ.
აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ – გაგვიხარდება, თუ მოგვყიდით – მაინც გაგვიხარდება, რაოდენობა შეუზღუდავია.
P.S. არაფრის დამალვას არ ვაპირებ. ღიად ვიზამ ამიერიდან ყველაფერს. სუს-იც ფეხებზე მკიდია, პროკურატურაც, პოლიციაც და რაჟდენიც“, – წერს გვარამია.