ნიკა გვარამია - ძვირფასო პოლიტიკოსებო, გეთანხმებით ვადამდელი პროპორციული არჩევნების ნაწილში, მაგრამ რაზეც მოხერხდა შეთანხმება, ის მესიჯი ხმოვანდება
ძვირფასო პოლიტიკოსებო, მოთხოვნა სისხლიანი გახარიას გადადგომაა, ნუ გავდღაბნით მესიჯს, – წერს სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გარამია.
„ძვირფასო პოლიტიკოსებო, დიდებულად იქცევით ეს დღეები, ძალიან პასუხიმგებლიანად, გონივრულად და პატრიოტულად. ერთადერთი თხოვნა: პატივი ვცეთ მიტინგის ორგანიზატორებს და გვახსოვდეს, რომ მათი ბოლო მოთხოვნა სისხლიანი გახარიას გადადგომაა. ნუ გავდღაბნით მესიჯს და ნუ მივცემთ სალაპარაკოს ბიძინავიზიებს.
ps თორემ მე რომ გეთანხმებით ბიძინას ვადამდელი პროპორციული არჩევნებით გაშვების ნაწილში, ისე ალბათ არავინ. მომიტინგეების ნაწილიც გეთანხმებათ, ვიცი. მაგრამ რაზეც მოხერხდა შეთანხმება, ის მესიჯი ხმოვანდება. ეს უნდა გავითვალისწინოთ და ემოციურად ნეიტრალურად და გონებრივად რაციონალურად მივუდგეთ“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქში“.