ვაშინგტონში მიმდინარე ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი. მან მესამე წრეში იაპონელი იოსიჰიტო ნისიოკა ორ სეტში ანგარიშით – 6:2, 7:5 დაამარცხა.
ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ამჯერადაც ვერ დატოვა კორტი სკანდალური გამოხტომის გარეშე. კერძოდ, გეიმების შორის ერთ-ერთი პაუზისას, კირგიოსმა ბოთლი ესროლა მთავარი მსაჯის კოშკურას, – წერს გაზეთი „დეილი მეილი“ (Daily Mail).
„ბოთლი ხელიდან გამისხლტა. მინდოდა დალევა და ის გამისხლტა ხელიდან“, – ასეთი გამართლება მოუძებნა ჩოგბურთელმა თავის საქციელს, რათა სასჯელი თავიდან აეცილებინა.
ნახევარფინალში გასასვლელად კირგიოსი სლოვაკ ნორბერტ ჰომბოშს შეხვდება.