ნიკ კარტერი - დღევანდელ სამყაროში დიპლომატიურმა ინსტრუმენტებმა და მექანიზმებმა უკანა პლანზე გადაიწია, მათ გარეშე დაპირისპირების ესკალაციის რისკი უფრო დიდია
ნიკ კარტერი - დღევანდელ სამყაროში დიპლომატიურმა ინსტრუმენტებმა და მექანიზმებმა უკანა პლანზე გადაიწია, მათ გარეშე დაპირისპირების ესკალაციის რისკი უფრო დიდია

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერლის განცხადებით, რუსეთთან შემთხვევითი ომის რისკი დღეს უფრო დიდია ვიდრე ეს „ცივი ომის“ დროს იყო. ინფორმაციას „სიენენიავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის, ნიკ კარტერის თქმით, დღეს მსოფლიო უფრო კონკურენტუნარიანი და მულტიპოლარულია, ვიდრე ეს 10-15 წლის წინ იყო, რაც დიდი სახელმწიფოებს შორის დაძაბულობას იწვევს. მისი თქმით, სახელმწიფოები ყველა ხერხით ებრძვიან და ეჯიბრებიან ერთმანეთს საკუთარი მიზნების მისაღწევად, რაც დაპირისპირების ესკალაციის რისკს კიდევ უფრო ზრდის.

მან პოლიტიკოსები არასაჭირო ესკალაციის პროვოცირების შესახებ გააფრთხილა და განაცხადა, რომ ისინი უნდა იყვნენ ფრთხილად და არ აყვნენ ზოგიერთი პოლიტიკოსის მილიტარისტულ განწყობილებას. მისი თქმით, დღევანდელ სამყაროში დიპლომატიურმა ინსტრუმენტებმა და მექანიზმებმა უკანა პლანზე გადაიწია, ხოლო მათ გარეშე დაპირისპირების ესკალაციის რისკი უფრო დიდია.

გარდა ამისა, ნიკ კარტერმა ევროკავშირ-ბელარუსს შორის არსებულ დაძაბულობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ევროკავშირ-ბელარუსის საზღვარზე არსებულ ვითარებაში რუსეთის მონაწილეობა არ გაუკვირდება, რადგან დასავლეთის ერთიანობის დარღვევისთვის სახელმწიფოები სხვადასხვა მექანიზმებს და ტაქტიკებს იყენებენ.