ნიგერიის სანაპიროსთან მეკობრეებმა ხომალდიდან 15 თურქი მეზღვაური გაიტაცეს, თავდასხმისას გარდაიცვალა აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე
ნიგერიის სანაპიროსთან მეკობრეებმა ხომალდიდან 15 თურქი მეზღვაური გაიტაცეს, თავდასხმისას გარდაიცვალა აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე

ნიგერიის სანაპიროსთან მეკობრეებმა სატვირთო ხომალდიდან 15 თურქი მეზღვაური გაიტაცეს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თავდასხმის დროს გარდაიცვალა ერთი მეზღვაური – აზერბაიჯანის მოქალაქე.

როგორც მედიასაშუალება წერს, შეიარაღებული თავდასხმა ხომალდზე შაბათს, 23 იანვარს განხორციელდა.

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი „მოცარტი“ ლაგოსიდან კეიპტაუნისკენ მიემართებოდა. ამჟამად დაზიანებული ხომალდი ეკიპაჟის სამ წევრთან ერთად გაბონის ტერიტორიულ წყლებშია.