ნიგერიაში სკოლის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 22 ბავშვი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა
ნიგერიაში სკოლის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 22 ბავშვი დაიღუპა, 130-ზე მეტი კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, სკოლის შენობა, სადაც 1 000 მოსწავლე სწავლობდა, დილით ჩამოინგრა და მოსწავლეები საკლასო ოთახებში იმყოფებოდნენ.
„ბიბისის“ ცნობით, ბევრი მათგანი ამ დრომდე ნანგრევების ქვეშ რჩება.
„ბიბისი“ წერს, რომ სკოლის დანგრევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, როგორც მცხოვრებლები ამბობენ, სავარაუდო მიზეზი სამდღიანი ძლიერი წვიმა გახდა.