ნიგერიაში ნავთობმზიდისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა
ნიგერიაში ნავთობმზიდისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ნიგერის შტატში მოხდა. შეჯახებამ აფეთქება გამოიწვია, რის გამოც დაიწვა ორივე სატრანსპორტო საშუალება.
აფეთქების შედეგად ცეცხლი სხვა მანქანებსაც მოედო. სატვირთო მანქანას ხალხი და პირუტყვი გადაჰყავდა. როგორც „ბიბისის“ ნიგერიის საგანგებო სამსახურებში განუცხადეს, რვა ადამიანი საავადმყოფოში რჩება.