ნიგერიაში გაზის ტანკერის აფეთქებას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიაში გაზის ტანკერის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა.
ინფორმაციას ნიგერიის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. შემთხვევა ნიგერიის ჩრდილოეთში მდებარე ნასარავას შტატში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, აფეთქება ლაფია-მაკურდის გზატკეცილზე მდებარე სადგურზე მოხდა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.