ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით, კანოს შტატის ერთ-ერთ მაგისტრალზე სკოლის ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა.
ავარიის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 22 მოსწავლე. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სკოლის მოსაწავლეები ექსკურსიაზე მიამგზავრებოდნენ.
ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, დასავლური პრესა წერს, რომ მაგისტრალის იმ მონაკვეთზე, სადაც ავარია მოხდა, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და მგზავრობა სახიფათო იყო.
თუმცა, კანოს შტატის მუნიციპალურ მთავრობას აღნიშნული მონაკვეთი არ გადაუკეტავს და სარემონტო სამუშაოების შესახებ არც მძღოლები გაუფრთხილებია.