ნიჟნი-ნოვგოროდში, ტროტილის საამქროში აფეთქებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა
რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. დაშავებულებიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
ამ დროისთვის დაღუპულების შესახებ ცნობა არ ვრცელდება.
აფეთქებების გამო ინციდენტის ადგილთან ახლოს, სამ დასახლებაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღება გახდა საჭირო. რეგიონის ხელისუფლების განმარტებით, ამ ხერხით აფეთქების შედეგად გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო რესურსების და ძალების ოპერატიულად გამოყენება მოხერხდება.
ნიჟნი-ნოვგოროდში ორი ძლიერი აფეთქება კომპანია „გოსნი კრისტალის“ ტერიტორიაზე, ტროტილის საამქროში მოხდა.