უსაფრთხოების ნიდერლანდელი ექსპერტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის „ტვიტერის“ პაროლი გამოიცნო
უსაფრთხოების ნიდერლანდელი ექსპერტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის „ტვიტერის“ პაროლი გამოიცნო

უსაფრთხოების ნიდერლანდელი ექსპერტი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ტვიტერის“ პაროლი გამოიცნო. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლი ინფორმაციას უარყოფს.

ნიდერლანდელ ექსპერტ ვიქტორ ჯივერსის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის „ტვიტერის“ პაროლი „მაგა2020!“ აღმოჩნდა.

ჯივერსი აცხადებს, რომ მას დონალდ ტრამპის პირად მიმოწერებზე ჰქონდა წვდომა.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე ჯუდ დერიმ განაცხადა, ინფორმაცია სიცრუეა. „ტვიტერის წარმომადგენლებმა გამოცემა „ფორბსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანიაში ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტები არ გააჩნიათ.