ბოლო ინფორმაციით, ნიდერლანდებში სროლის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი
ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, ტრამვაიში სროლის შედეგად დაღუპულია სამი და დაშავებულია ცხრა ადამიანი. თავდასხმის მსხვერპლთა შესახებ ბოლო ინფორმაცია ქალაქის მერმა გაავრცელა.
პოლიცია ამ დრომდე ეძებს მამაკაცს, რომელმაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცეცხლი გახსნა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ის თურქეთში დაბადებული 37 წლის გოქმან თანისია.
თავდასხმის შემდეგ უტრეხტში საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. ნიდერლანდების მთელ ტერიტორიაზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.