ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ რეისვეიკში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე WineWeekend სპეციალური სტენდი Taste of Georgia მოეწყო, სადაც 50-მდე ქართული ღვინოები იყო წარმოდგენილი.
ამასთან, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორი პრეზენტაცია-სემინარი – ,,ქარვისფერი ღვინოები საქართველოდან’’, რომელსაც ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ. დეგუსტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიაSaperavi Wine Agencyის დირექტორი ბერნარდ ნაუტა უძღვებოდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სემინარზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანიის 12 სახეობის ღვინო. ეს კომპანიებია „კონჭო და კომპანია“, „თბილღვინო“, „ფაფარი ველი“, „ბაგრატიონი 1882“, „ბექა გოცაძის საგვარეულო მარანი“ და „თელავის ღვინის მარანი“.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ნიდერლანდების ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია. ჰოლანდიელი პროფესიონალები დაინტერესებულნი არიან ქართული ღვინოებით, რის საფუძველზეც, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ხელშეკრულება გააფორმა ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან aperavi Wine Agency რომელიც ნიდერლანდებში ქართული ღვინის იმპორტს ახორციელებს და მისი ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.