ნიდერლანდებში მასწავლებელთა გაფიცვის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით არც ერთი სკოლა არ მუშაობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეტედ პრესი“ ავრცელებს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, დახურულია ოთხი ათასზე მეტი სკოლა.
გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს მთავრობამ პროფესიულ კავშირებთან და სკოლების წარმომადგენლებთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც 450 მილიონი ევრო გამოიყოფა, რაც მასწავლებლების რაოდენობის გაზრდასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს.