ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 000-ს გადააჭარბა
ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 40 000-ს აჭარაბებს.
„როიტერის“ ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„კოვიდ-19“-ით ბოლო 24 საათში ნიდერლანდებში 94 ადამიანი დაიღუპა. ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ნიდერლანდებში აღნიშნული ინფექციით 4 987 მოქალაქეა გარდაცვლილი.