ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით, შესაძლოა, შეზღუდვები გამკაცრდეს
ნიდერლანდების მთავრობამ, შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით ქვეყანაში შეზღუდვები გაამკაცროს. ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.
ნიდერლანდებში ბოლო რამდენიმე დღეა ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით , საავადმყოფოებში მიმართვიანობა იმდენად გაზრდილია,რომ საავადმყოფოების ნაწილი პაციენტებს გეგმიურ მომსახურებას ვეღარ უწევს.
ნიდერლანდების მთავრობამ „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით შეზღუდვები 25 სექტემბერს მოხსნა. ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ხუთიდან ოთხ შემთხვევაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აუცრელი ადამიანები ხვდებიან. მთავრობის მონაცემებით მოსახლეობის 84,5% -ი ორივე დოზითაა აცრილია.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ის 2,087,859 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი,დაღუპულია 18,320 ადამიანი.