ნიდერლანდებში კორონავირუსთან ბრძოლაში არმიაც ჩაერთვება
ნიდერლანდებში კორონავირუსთან ბრძოლაში არმიაც ჩაერთვება

ნიდერლანდებში კორონავირუსთან ბრძოლაში არმიაც ჩაერთვება. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სამხედროები დაეხმარებიან საავადმყოფოების თანამშრომლებს, რომ ისინი კოვიდპაციენტების დიდ რაოდენობას გაუმკლავდნენ.

„სამხედროები ცდილობენ, იმოქმედონ, რათა საავადმყოფოებს არ მოუწიოთ პაციენტების მიღებაზე უარის თქმა“, – აცხადებენ ნიდერლანდებში არმიაში.

სამხედროები ექიმებს ჰოსპიტალში დამატებითი საწოლების განთავსებაში ეხმარებიან. ამას გარდა 50 ჯარისკაცი, რომელთაც სამედიცინო განათლება აქვს ექიმებთან ერთად უვლის კოვიდპაციენტებს.

ნიდერლანდებში ვაქცინირებულია მოქალაქეების 75%, თუმცა პანდემიის ახალი ტალღის გამო ყოველდღე ქვეყანაში ათასობით ადამიანი ინფიცირდება „კოვიდ-19“-ით.

ბოლო 24 საათში ნიდერლანდებში კორონავირუსის 21 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 34 პაციენტი გარდაიცვალა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ნიდერლანდების მთავრობამ ნოემბრის შუა რიცხვებში ქვეყანაში ნაწილობრივი ლოკდაუნი ხელახლა გამოაცხადა.