ნიდერლანდებში კორონავირუსით კიდევ ხუთი ადამიანი გარდაიცვალა
ნიდერლანდებში კორონავირუსით კიდევ ხუთი ადამიანი გარდაიცვალა

ნიდერლანდებში კორონავირუსით კიდევ ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.

ამგვარად დაავადების მსხვერპლთა რიცხვმა 10-ს მიაღწია.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 190 შემთხვევა დადასტურდა.

სულ ქვეყანაში დაავადების 804 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ნიდერლანდების ზოგიერთ რეგიონში დაიხურა სკოლები, თუმცა სასწავლო პროცესი სრულად არ შეწყვეტილა.

აკრძალულია მასობრივი ღონისძიებების გამართვა.