ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25 587-მდე გაიზარდა
ნიდერლანდებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 1 188 პაციენტს დაუდასტურდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 94-ით გაიზარდა.
ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა უკვე 25 000-ს აჭარბებს. ნიდერლანდებში მაღალია სიკვდილიანობის დონეც და ქვეყნის მასშტაბით უკვე 2 737 ფატალური შემთხვევაა დადგენილი.