ნიდერლანდებში კორონავირუსის 10 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი
ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 10 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 26 ადამიანი დაიღუპა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ის 301 597 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 7 072 ადამიანი.