ნიდერლანდებში ერთ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 1 130 შემთხვევა გამოვლინდა
ნიდერლანდებში ერთ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 1 130 შემთხვევა გამოვლინდა

ნიდერლანდებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 130 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ინფიცირებულთა უმეტესობა ახალგაზრდაა. ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახალი შემთხვევების რაოდენობა სასწავლო პროცესის განახლებასთან არ არის დაკავშირებული.

„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ნიდერლანდებში ვირუსის 77 688 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა 6 246 ადამიანი.