ნიდერლანდებში ბოლო სამ კვირაში პირველად, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა
ნიდერლანდებში ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად, კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა.
ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 83 ადამიანი დაიღუპა.
ასეთი დაბალი მაჩვენებელი ბოლოს ნიდერლანდებში 26 მარტს დაფიქსირდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ნიდერლანდებში კოვიდ19- ის 31 655 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3684 ადამიანი.