ნიდერლანდებში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით რვა ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ის 209 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 45 445 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ბოლო 24 საათში ნიდერლანდებში კორონავირუსით რვა ადამიანი დაიღუპა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყნაში „კოვიდ-19“-ით 5 830 ადამიანია დაღუპული.