ნიდერლანდებში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაიღუპა 98, ხოლო დაინფიცირდა 475 ადამიანი
ნიდერლანდებში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 98 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულთა რიცხვი კი, 475-ით გაიზარდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 39 791 ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო დაღუპულია 4 893.
ნიდერლანდების მთავრობის ინიციატივით, უახლოეს მომავალში ქვეყანაში დაწყებით კლასებში სასწავლო პროცესი განახლდება.