ნიდერლანდებში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 134 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 1173 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 14 ათასს აღწევს.