ნიდერლანდებში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 2 357 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ნიდერლანდებში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 2 357 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ნიდერლანდებში კორონავირუსის 102 844 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 6 338 პაციენტი გარდაიცვალა.