ნიდერლანდებში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 234 ადამიანი კი გარდაიცვალა
ნიდერლანდებში, ბოლო 24 საათში კოვიდ19-ის 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
შესაბამისად, ქვეყანაში დაინფცირებულთა რაოდენობა 19 589-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსით 234 ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ნიდერლანდებში კოვიდ19-ით 2 101 ადამიანია დაღუპული.