ნიდერლანდებში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 335 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ნიდერლანდებში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 335 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ნიდერლანდებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირება 1 335 ადამიანს დაუდასტურდა. ინფექციური დაავადებით ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 115 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ნიდერლანდების ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ნიდერლანდების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადეს, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით სულ 2 511 ადამიანია გარდაცვლილი. ნიდერლანდებში დადასტურებულია ახალი ტიპის კორონავირუსის 23 097 შემთხვევა.