ნიდერლანდებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 123 ადამიანი დაიღუპა
ნიდერლანდებში კორონავირუსს ბოლო ერთ დღეში 123 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ნიდერლანდების მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კოვიდ 19“-ის ეპიდემიის დაწყების შემდეგ ნიდერლანდებში დღემდე 4 177 ადამიანი დაიღუპა.
ნიდერლანდების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 35 729-ს მიაღწია