ნიდერლანდებში ათი ათასობით ადამიანმა პანდემიის გამო გასართობი ღონისძიებების აკრძალვა გააპროტესტა
ნიდერლანდებში ათი ათასობით ადამიანმა პანდემიის გამო გასართობი ღონისძიებების აკრძალვა გააპროტესტა

ამსტერდამში, ჰააგაში, გრონინგენსა და მაასტრიხტში მთავრობის მიერ გასართობი ღონისძებების აკრძალვის გასაპროტესტებლად ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

პროტესტის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვდნენ გასართობ ბიზნესზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, რომელიც პანდემიის პერიოდში საგრძნობლად დაზარალდა.

ნიდერლანდების ხელისუფლებამ, ივნისის ბოლოს გასართობ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო, საკარანტინო შეზღუდვები კვლავ ამოქმედდა.

მთავრობაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ კაფეებსა და რესტორნებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა იგეგმება.