ნიდერლანდებში 11 წლის ბიჭის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 20-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს
ნიდერლანდებში 11 წლის ბიჭის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 20-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
55 წლის ჰოლანდიელი იოს ბრეხი ესპანეთის პოლიციამ ბარსელონას მახლობლად დააკავა. ეჭვმიტანილის სახელი და გვარი ნიდელრანდების პოლიციამ გaსულ კვირას გაასაჯაროვა და მასზე ძებნა გამოაცხადა.
ნიდერლანდების გამოძიებამ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილის დე-ენ-ემი ემთხვევა მოკლული ნიკი ფერსტაპენის სხეულსა და ტანსაცმელზე აღმოჩენილ დე-ენ-ემს. 11 წლის ბიჭი 1998 წლის აგვისტოში ნდიერლანდების ერთ-ერთ სოფელში საზაფხულო ბანაკის მახლობლად იპოვეს მოკლული.
ესპანეთის პოლიციამ ეჭვმიტანილი სურათიდან ამოიცნო. დაგეგმილია ბრეხის ნიდერლანდებში ექსტრადირება.
მრავალწლიანი გამოძიების მიმდინარეობისას პოლიციამ შეცდომით რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა და საზაფხულო ბანაკის ზედამხედველის ცხედრის ექსჰუმაციაც კი განახორციელა. ამასთან, გამოძიებასთან ითანამშრომლა იმ სოფლის მოსახლეობამაც, რომლის მალხობლადაც ბავშვის ცხედარი იპოვეს. სოფლის მცხოვრები 15 ათასი მამაკაცი დე-ენ-ემის ანალიზისთვის ნიმუშის წარდგენას ნებაყოფლობით დათანხმდა, თუმცა გამომძიებლებმა მკვლელი ვერ იპოვეს.