ნიდერლანდებმა უკრაინას ნება დართო, რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე გამოიყენოს „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები, რომელსაც ამსტერდამი კიევს გადასცემს
ნიდერლანდებმა უკრაინას ნება დართო, რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე გამოიყენოს „ეფ-16“ ტიპის ავიაგამანადგურებლები, რომლებსაც ამსტერდამი კიევს გადასცემს. „პოლიტიკოს“ ცნობით, ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა.
„ჩვენ ვემხრობით იმავე პრინციპს, რომელსაც ჩვენი ნებისმიერი შეიარაღების გადაცემისას ვიყენებთ, როგორც კი იარაღს უკრაინას გადავცემთ, ის თავად წყვეტს, როგორ გამოიყენოს. ჩვენ მხოლოდ ვთხოვთ, დაიცვან საერთაშორისო სამართალი და თავდაცვის უფლება, რომელიც გაერო-ს წესდებითაა გათვალისწინებული, რაც ნიშნავს, რომ ისინი გამოიყენებენ მას იმ სამხედრო მიზნებისთვის, რომლებიც თავდაცვის ფარგლებშია აუცილებელი“, – აღნიშნავს მინისტრი.