ნიდერლანდებმა უცხო ქვეყნებიდან ბავშვის აყვანა აკრძალა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც სპეციალურმა კომისიამ დაასრულა გამოძიება და დაადგინა, რომ ნიდერლანდების მოქალაქეთა მიერ უცხოეთიდან ნაშვილები ბავშვების ნაწილი ბიოლოგიური მშობლებისგან შეისყიდეს ან მოიტაცეს.
სპეციალურმა კომისიამ მუშაობა სრულწლოვან ასაკს მიღწეული ნაშვილები ბავშვების მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო, რომლებმაც საკუთარი წარმომავლობის კვლევის დროს აღმოაჩინეს, რომ მათი დაბადების მოწმობა და სხვა დოკუმენტები დაკარგულია, ან მათი გაშვილება უკანონოდ მოხდა.
კომისიამ შეისწავლა 1967-1998 წლებში ბანგლადეშიდან, ბრაზილიიდან, კოლუმბიიდან და ინდონეზიიდან ნაშვილები ბავშვების საქმეები.