ნიდერლანდების წყალქვეშა ხომალდმა მისია ბორტზე კორონავირუსის დაფიქსირების გამო შეწყვიტა
ნიდერლანდების წყალქვეშა ხომალდმა ჩრდილოეთის ზღვაში მისია ბორტზე კორონავირუსის დაფიქსირების გამო შეწყვიტა.
ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 58 წევრიდან, ვირუსი 15-ს დაუდგინდა. მათ მაღალი ტემპერატურა, ხველა და გაციების სხვა სიმპტომები აღენიშნებათ.
ამჟამად წყალქვეშა ხომალდი ბაზაზე დენ-ჰელდერში ბრუნდება, დაგეგმილზე ორი კვირით ადრე. ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს სავალდებულო კარანტინში გადაიყვანენ.