ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ, 1995 წლის სრებრენიცას მკვლელობებში ჰოლანდიის ნაწილობრივი პასუხისმგებლობა დაადგინა
ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ, 1995 წლის სრებრენიცას მკვლელობებში ჰოლანდიის ნაწილობრივი პასუხისმგებლობა დაადგინა.
„ნიდერლანდების ჯარისკაცები 350 მამაკაცის ევაკუაციის დროს უკანონოდ მოქმედებდნენ. მათ ხელიდან გაუშვეს შანსი, რომ მამაკაცები ბოსნიელი სერბების ხელში არ მოხვედრილიყვნენ“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სრებრენიცაში დაღუპულების ნათესავებმა ნიდერლანდებს 2007 წელს უჩივლეს. მათი მტკიცებით, სწორედ ნიდერლანდებია პასუხისმგებელი მუსლიმი მამაკაცების დაღუპვაზე, რადგან 1995 წლის 13 ივლისს, ჰოლანდიელმა ჯარისკაცებმა ისინი გაეროს ბაზიდან გაყარეს.
1995 წელს, სრებრენიცაში, ბოსნიელმა სერბებმა რვა ათასი მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი მოკლეს. ნიდერლანდების ჯარისკაცები სამშვიდობო მისიას გაერო-ს ეგიდით ასრულებდნენ.