ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ბრალდებით დააკავეს
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ბრალდებით დააკავეს. როგორც „ევროაქტივი“ წერს, ნიდერლანდების ფისკალური ინფორმაციისა და გამოძიების სამსახური 48 წლის მამაკაცს მესამე ქვეყნების გავლით რუსეთში საავიაციო სათადარიგო ნაწილების ექსპორტში ადანაშაულებს.
როგორც გამოცემა იუწყება, მამაკაცი ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს დააკავეს. მედიის ცნობით, გამოძიებას ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების კვალზე გასვლაში ბრალდებულის თანამზრახველი დაეხმარა, რომელმაც გამომძიებლებს აუცილებელი ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც „ევროაქტივი“ წერს, ბრალდებულის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, ამოღებულია დოკუმენტები და ციფრული ინფორმაციის მატარებელი მასალა.
ნიდერლანდებში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ლატვიურ მედიაში გამოქვეყნდა საგამოძიებო სტატია, სადაც საუბარი იყო დასავლური კომპანიების მიერ რუსეთში საავიაციო ნაწილების რეექსპორტის შესახებ.