ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - უკრაინას შეუძლია, დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე, თუ ეს თავდაცვისთვის იქნება საჭირო  
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - უკრაინას შეუძლია, დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე, თუ ეს თავდაცვისთვის იქნება საჭირო  

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, კაისა ოლონგრენის განცხადებით, მისი სახელმწიფო უკრაინას მისცემს ნებართვას, გამოიყენოს „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დარტყმისთვის.

ოლონგრენის თქმით, ეს კიევის თავდაცვის უფლებას შეესაბამება.

ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კაისა ოლონგრენის თქმით, როდესაც უკრაინა „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს მიიღებს, მხოლოდ უკრაინელი სამხედროები გადაწყვეტენ, როგორ გამოიყენებენ მათ.

„თქვენ აწარმოებთ ომს აგრესორის წინააღმდეგ. გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლის მიხედვით, ეს არის თავდაცვა. უკრაინა ვიდრე იგერიებს თავდასხმას და იცავს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს, თქვენ, ასევე შეგიძლიათ, დაარტყათ სამხედრო ობიექტებს საზღვრის მეორე მხარეს, თუ ეს საჭიროა თავდაცვის მიზნით. თქვენს სამხედროებს აქვთ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება“, – აღნიშნა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.

კაისა ოლონგრენმა დასძინა, რომ უკრაინას თუ აეკრძალება დასავლური იარაღის გამოყენება რუსეთის ფედერაციაზე დარტყმისთვის, ეს ნიშნავს, რომ კიევს ბრძოლა „ცალი ხელით მოუწევს“.