ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - რუსეთთან კიბერომის მდგომარეობაში ვართ
ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთთან კიბერომი მიმდინარეობს. ანკ ბეილევილდის თქმით, მთავრობა სპეცსამსახურების დაფინანსებას გაზრდის. ამის მიზეზი რუსეთის კიბერთავდასხმებია.
„რუსეთი ცდილობს, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებზე ზეგავლენა მოახდინონ. ჩვენი ინფორმაციით, ისინი აქტიურობენ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს და უკრაინაში ჩამოგდებული ბოინგის გამოძიების საქმეზე. ჩვენ ვეღარ ვიქნებით მიამიტები ამ სფეროში“, – განაცხადა ნიდერლანდები თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, არსებული ვითარება „სახიფათოა“ და ევროპულმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა მეტად უნდა იაქტიურონ.
ნიდერლანდების სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა, ჰოლანდიელი სპეციალისტები ნატო-ს დაეხმარონ, რათა კიბერუსაფრთხოება გაძლიერდეს.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს ნიდერლანდების თავდაცვის უწყებამ რუსეთის მხრიდან „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე“ განხორციელებული კიბერთავდასხმა აღკვეთა.