ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - ნატო-მ რუსეთს ნათლად უნდა განუცხადოს, რომ ალიანსის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია
ნატო-მ რუსეთს ნათლად უნდა განუცხადოს, რომ ალიანსის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია, – ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ნატო-ს საჰაერო სივრცის პერიოდულ დარღვევაში რუსეთის გარკვეულ სტრატეგიას ხედავს.
„ახლა ვიცით, რომ ეს რუსეთის სტრატეგიაა – ყოველ ჯერზე ერთი ნაბიჯით წინ წავიდეს და მცირე ნაბიჯებით გამოცადოს, რამდენად შორს შეიძლება წასვლა. ამიტომ, ვფიქრობ, ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ ეს მიუღებელია. რუსეთისთვის გზავნილი ნათელი უნდა იყოს: ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია“, – განაცხადა ბრეკელმანსმა.