ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს ნიდერლანდების მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე
უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს ნიდერლანდების მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა.
„უკრაინას უფლება აქვს, ჩვენ მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, თავდაცვისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა ბრეკელმანსმა.
მისივე თქმით, ნებართვა ვრცელდება F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზეც.
„უკრაინას, რომელსაც აქვს თავდაცვის უფლება, თუ თავს დაესხმებიან სასაზღვრო რეგიონებიდან ან რუსული აეროდრომებიდან, შეუძლია, დაარტყას სამხედრო სამიზნეებს. იგივე ეხება მტრის რაკეტებს – შეუძლიათ ჩამოაგდონ ჩვენ მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის თავზე. ნებართვა ასევე ვრცელდება F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზეც“, – აღნიშნა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.