ნიდერლანდების საგარეო უწყება - ნიდერლანდები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 15 წლისთავია, ამ დრომდე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები რჩება რუსეთის ძალების მიერ უკანონოდ ოკუპირებული, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
„ნიდერლანდები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.