ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ხალბე ზეილსტრამ რუსეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე თანამდებობა დატოვა.
ხალბე ზეილსტრამ აღიარა, რომ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ 2006 წელს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
ზეილსტრას თქმით, პუტინთან აგარაკზე იმყოფებოდა, როდესაც გაიგო, როგორ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, რომ ბელორუსიას, უკრაინას და ბალტიისპირეთის ქვეყნებს „დიდი რუსეთის“ ნაწილად აღიქვამს. ზეილსტრამ აღიარა, რომ ამ შეხვედრას არ ესწრებოდა და ეს ინფორმაცია წყაროსგან გაიგო.
ხალბე ზეილსტრა ამბობს, რომ პოლიტიკურ კარიერაში ყველზე დიდი შეცდომა დაუშვა და ჰოლანდია ისეთ მინისტრს იმსახურებს, რომლის ნდობაც შესაძლებელია.
„არასწორი არჩევანი გავაკეთე. გადაგომის გარდა სხვა ვარიანტს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ზეილსტრამ.
ხვალ ჰოლანდიის საგარეო მინისტრისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა იყო დაგეგმილი.
რამდენიმე დღის წინ, ხალბე ზეილსტრამ გამოცემა Volkskrant-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2006 წელს პუტინთან შეხვედრის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. მაშინ ხალბე ზეილსტრა კომპანია Shell-ში მუშაობდა.