ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ახლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც მდიდარი რუსები ევროპაში ჩამოდიან საშოპინგოდ, ვფიქრობ, ეს არ არის კარგი იდეა
ახლა ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც მდიდარი რუსები ევროპაში ჩამოდიან საშოპინგოდ და ვფიქრობ, ეს არ არის კარგი იდეა, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰუკსტრასმა პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც მიისტრი აცხადებს, ამ საკითხზე ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„მაგიდაზე განსახილველად დევს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, როგორ შეგვიძლია უფრო მეტი იარაღის მიწოდება, სანქციები. რასაკვირველია, ვიმსჯელებთ, როგორ შევამციროთ რუსი ტურისტების რაოდენობა ევროპაში. ადრე არაერთხელ გვითქვამს, რომ ხალხთაშორისი კონტაქტები მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც მდიდარი რუსები ევროპაში ჩამოდიან საშოპინგოდ და ვფიქრობ, ეს არ არის კარგი იდეა. ეს არ არის ხალხთაშორისი კონფლიქტის კატეგორია და ასეთი ტიპის ვიზების შემცირებას ჩვენთვის აქვს აზრი. ამ საკითხზე ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და მსჯელობის შემდეგ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ როგორც ევროკავშირმა“, – განაცხადა მინისტრმა.