ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - ბუქარესტის მინისტერიალის გზავნილია, რამდენად მნიშვნელოვანია, შევქმნათ სტაბილურობა არა მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის, არამედ ალიანსის ფარგლებს გარეთაც
დღევანდელი დღე, და ბოლო თვეებიც, ეხება ევროპის მთელ კონტინენტზე უფრო მეტი უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის ბრძოლას. გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას ნატო-ს ყველა პარტნიორსა და იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც დღეს ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში არიან წარმოდგენილი, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოკკე ჰოქსტრამ განაცხადა.
ბუქარესტის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ნიდერლანდელმა დიპლომატმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, – როგორ შეუძლია ნატო-ს საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერება წევრობის გზაზე?
„დღევანდელი შეხვედრა არის ამის გამოძახილი. დღეს ამ შეკრების გზავნილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შევქმნათ სტაბილურობა არა მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის, არამედ ალიანსის ფარგლებს გარეთაც“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.