ნიდერლანდების ქალაქ ბემელში ავტომობილი მერიის შენობას შეეჯახა და აფეთქდა
გერმანიის საზღვრის მახლობლად მდებარე ნიდერლანდების ქალაქ ბემელში ავტომობილი მერიის შენობას შეეჯახა, რასაც აფეთქება მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა NOS-ი ავრცელებს.
ინციდენტი ღამის 02:00 საათზე მოხდა. ავტომობილში გაზის ორი ავზი იდო. შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი ავზი აფეთქდა, რამაც მერიის შენობა დააზიანა.
პოლიციის განცხადებით, ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა. ცხედარი მანქანის მახლობლად იპოვეს.
პოლიციაში ვარაუდობენ, რომ მომხდარი განზრახ ჩადენილი ქმედებაა, თუმცა არ ფიქრობენ, რომ ინციდენტი ტერორიზმს უკავშირდება.