ნიდერლანდების პრემიერი - კორონავირუსის მეორე ტალღა შემაშფოთებელია და ქვეყანა ახალი შემზღუდავი ზომების გატარებას ითხოვს
ნიდერლანდების პრემიერი - კორონავირუსის მეორე ტალღა შემაშფოთებელია და ქვეყანა ახალი შემზღუდავი ზომების გატარებას ითხოვს

ნიდერლანდებში კორონავირუსის მეორე ტალღა შემაშფოთებელია და ახალი შემზღუდავი ზომების გატარებას ითხოვს, – ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ამასთან, მედიის ცნობით, ქვეყანაში დღეს „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 2 777 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რა ზომები გატარდება, მომავალკვირას გახდება ცნობილი.