ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს იდიოტები უწოდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე გამოსულ დემონსტრანტებს იდიოტები უწოდა.
უქმე დღეების განმავლობაში ნიდერლანდების არაერთ ქალაქში გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმაც კოვიდშეზღუდვები გააპროტესტეს. როტერდამში დემონსტრაცია ძალადობით დასრულდა და პოლიცია იძულებული გახდა ცეცხლსასროლი იარაღი გამოეყენებინა. დააკავეს 30-ზე მეტი აქტივისტი.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს შეფასებით, უქმე დღეებზე განვითარებული მოვლენები იყო „წმინდა წყლის ძალადობა, რომელიც შენიღბული იყო პროტესტად.“
„საზოგადოებაში არის მღელვარება, რადგან ჩვენ კორონას დიდი ხნის განმავლობაში ვუმკლავდებით, მაგრამ მე არასდროს მივიღებ იდიოტებს, რომლებიც წმინდა წყლის ძალადობას მიმართავენ, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ბედნიერები არ არიან“, – განაცხადა რუტემ.