ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრად დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი წარადგინეს
ნიდერლანდების ახალი მემარჯვენე მთავრობის პრემიერ-მინისტრად დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დიკ სხოოფი წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
დიკ სხოოფი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოთხმა პარტიამ წარადგინა, რომელიც ახალ კოალიციურ მთავრობაში შევა.
მიმდინარე თვის დასაწყისში არჩევნებში გამარჯვებულმა, ნაციონალისტური პარტიის ლიდერმა, ხერტ ვილდერსმა განაცხადა, რომ მთავრობის ფორმირებაზე სამ კონსერვატიულ პარტიასთან შეთანხმებას მიაღწია.
67 წლის დიკ სხოოფი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში მაღალ თანამდებობას იკავებდა, მანამდე ის დაზვერვის და ანტიტერორისტულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა.