ნიდერლანდების პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ქალაქ ედეს ერთ-ერთ კაფეში მძევლები აიყვანა
ნიდერლანდების პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ქალაქ ედეს ერთ-ერთ კაფეში მძევლები აიყვანა

ნიდერლანდების პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ქალაქ ედეს ერთ-ერთ კაფეში მძევლები აიყვანა. მანამდე მან კაფიდან ოთხი მძევალი გაათავისუფლა. ყველა მათგანი დაწესებულების თანამშრომელი იყო.

ქალაქის მერი ადასტურებს, რომ მძევლებთან დაკავშირებული ვითარება მოგვარებულია. ადგილობრივ მედიაში მამაკაცის დაკავების ვიდეოკადრებიც გავრცელდა.

შემთხვევა ქალაქ ედეს ცენტრში გამთენიისას მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცს, ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობაც ჰქონდა.

დამნაშავის მოტივი ჯერ უცნობია. როგორც ნიდერლანდების პოლიცია აღნიშნავს, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მძევლების აყვანა ტერორიზმს უკავშირდება.

ოპერაციის მიმდინარეობისას პოლიციამ მიმდებარე ქუჩები გადაკეტა და ახლომდებარე სახლებიდან და დაწესებულებიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა. ქალაქ ედეში ასევე სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა. ადგილზე სპეცრაზმი და გამნაღმველთა ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.